Posted in სპორტი, Uncategorized

ძიუდოისტები ფედერაციის პრეზიდენტის გადადგომას ითხოვენ

IMG_3798
ძიუდოს აკადემია. ფოტო: მარიამ შალამბერიძე

პირველად ქართული ძიუდოს ისტორიაში, საქართველო მედლის გარეშე დარჩა

საქართველოს ძიუდოს ნაკრები თელ-ავივში გამართულ ევროპის ჩემპიონატზე დამარცხდა. აღნიშნულმა ფაქტმა ძიუდოს ფედერაციასა და ძიუდოისტებს შორის ერთგვარი განხეთქილება გამოიწვია. ზურაბ ზვიადაურმა ფედერაციის პრეზიდენტი, დავით ქევხიშვიოლი ევროპის ჩემპიონატზე ძიუდოს ეროვნული ნაკრების დამარცხებაში მთავარ დამნაშავედ დაასახელა

ვარლამ ლიპარტელიანი
ვარლამ ლიპარტელიანი. ფოტო: tabula.ge

“ჩვენთვის მიუღებელი და ამ სპორტისთვის დამაზიანებელი მდგომარეობის გამო ვაცხადებთ, რომ არ მივიღებთ მონაწილეობას არც ერთ შეჯიბრში და ვწყვეტთ ვარჯიშს, სანამ ფედერაციის პრეზიდენტი არ გადადგება დაკავებული თანამდებობიდან”

ნათქვამია საქართველოს ძიუდოს ნაკრების კაპიტნის, ვარლამ ლიპარტელიანის განცხადებაში.

ფედერაციის პრეზიდენტი ყველანაირ ბრალდებას უარყოფს

ქევხიშვილი
დავით ქევხიშვილი ფოტო: metronom.ge

ქევხიშვილის აზრით აღნიშნული პროტესტი გარკვეული ძალების მიერ მართული პროცესია, მთავარ მმართველად კი კაპიტანს, ვარლამ ლიპარტელიანს ასახელებს. აღნიშნული ეჭვი ძიუდოისტებსაც აქვთ, მათი თქმით მათ ზუსტად იციან ვინ დგას ქევხიშვილის უკან, თუმცა ამ ეტაპისთვის არ სურთ ამაზე საუბარი და საკითხის პოლიტიკური კუთხით განხილვა. ძიუდოისტების მოთხოვნებს რაც შეეხება ქევხიშვილი მათ არაადეკვატურსა და უაზროს უწოდებს. ის ასევე უარყოფს ვარლამ ლიპატრელიანის განცხადებას ტურნირზე საკუთარი ხარჯებით წასვლასთან დაკავშირებით.

IMG_3789
ძიუდოს აკადემიის დარბაზი. ფოტო: მარიმ შალამბერიძე

დავით ქევხიშვილი ევროპის ჩემპიონატზე დაფიქსირებული შედეგების მიზეზებზეც საუბრობს

მისი აზრით შეუძლებელია სპორტცმენმა თავისი საქმე გააკეთოს მაშინ, როდესაც ის ფედერაციის წინააღმდეგ სხვადასხვა მოთხოვნებსა და პროტესტებზე ფიქრობს. 

Share-A-Plate

Leave a comment